BBC

BBC-ის პირდაპირ ეთერში, ჩართვის დროს, რესპონდენტს ოთახში შვილები შეუვარდნენ

BBC-ის პირდაპირ ეთერში, საკუთარი სახლიდან ჩართვის დროს, პროფესორ რობერტ კელის ოთახში შვილები შეუვარდნენ. 

რობერტ კელი ჩართვის დროს, სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. შვილების ოთახში შესვლამ რესპონდენტი მცირე ხნით დააბნია, წამყვანი კი გაახალისა. უხერხული სიტუაცია ოთახში ქალის შემოვარდნამ გამოასწორა, რომელმაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოთახიდან გაიყვანა.

კომენტარები