BBC

"საღამო მშვიდობის, დღეს სიახლე არაფერია" – BBC-ს ახალი ამბების წამყვანი 1930 წლის 18 აპრილს

დღეს, 2022 წლის 18 აპრილს წარმოუდგენელია, წარმოვიდგინოთ დღე ახალი ამბის გარეშე. თუმცა, 92 წლის წინ, 1930 წელს, ზუსტად ამ დღეს BBC-ის ახალი ამბების წამყვანმა აღნიშნა - "დღეს სიახლე არაფერია" და საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, რადიომ 15-წუთიანი მუსიკალური სეგმენტი გაუშვა

ახალი ამბებისადმი მუდმივი ინტერესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ბეჭდურ მედიასა და რადიოს ტელევიზია, შემდეგ - სოციალური ქსელები დაემატა. ამ კონტექსტში "დღე ახალი ამბის გარეშე შესანიშნავი ისტორიული შეხსენებაა". - წერს MIT-ის სამოქალაქო მედიის ცენტრის დირექტორი, ეთან ცუკერმანი. 

"ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გზაა იმაზე დასაფიქრებლად, თუ როგორი იყო BBC და როგორ განსხვავდება ეს დღევანდელი ახალი ამბებისგან". - აღნიშნავს ეთარ ცუკერმანი. 

1930 წლისთვის BBC-ის კონკურენტი მაუწყებლები არ ჰყავდა და ამ მონოპოლიის წყალობით, ყველასთვის დამაინტერესებელი ახალი ამბების გაშუქების ნაცვლად, მისთვის მისაღებს, მათთვის მორალურად გამართლებულ ამბებს აშუქებდა.

ცუკერმანის შეფასებით, BBC-ის ჯგუფმა შეიძლება იფიქრა, რომ პარასკევ დღეს არაფერი მომხდარა ისეთი, რისი ცოდნაც "კულტურულ, ჯენტლმენ ბრიტანელ მამაკაცს" სჭირდებოდა - "ამიტომ თუ არაფერია იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცოდნად ღირს, მის გაშუქებას შესანიშნავი მუსიკის მოსმენა სჯობს".

თუმცა, თუ სხვა ისტორიულ გამოცემებს ვენდობით, უსამართლოა იმის თქმა, რომ 1930 წლის 18 აპრილს არაფერი მომხდარა. სინამდვილეში დიდი ბრიტანეთის მთავრობა ცდილობდა, წინა დღეებში გაზეთში დაბეჭდილ ბრალდებებზე ეპასუხათ. იმის გამო, რომ გაზეთები დიდი პარასკევის დღეს ისვენებდნენ, სავარაუდოა, რომ მთავრობა რადიოს გზით ცდილობდა საკუთარი პასუხის გავრცელებას. ცუკერმანის დაშვებით, შეიძლება, "დღეს სიახლე არაა"-თი რადიომ მტკიცე გზავნილი გაუგზავნა ხელისუფლებას, რომ მისი ინტერესების დამცველი არ იქნება.

დღეს, გარდა იმისა, რომ BBC-ის მეტი თანამშრომელი ჰყავს, ინფორმაციის მიწოდებაც გამარტივებულია, ასევე, შეცვლილია ახალი ამბების მნიშვნელობაც. 

კომენტარები