BBC

BBC-ის ეთერში, საფეხბურთო გადაცემის მსვლელობისას პორნოს ხმა გაისმა

BBC-ის ეთერში, საფეხბურთო გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში პორნოს ხმა გაისმა.

იმ მომენტში ეთერში კომენტატორი გარი ლინეკერი იყო. ლინეკერმა და BBC-მ გაუგებრობისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტუდიაში ტელეფონი იყო დატოვებული, რომელზეც ზარად პორნოგრაფიული ფილმიდან ამოჭრილი სცენის ხმა ედო. ტელეფონი სტუდიაში კომიკოსმა და იუთუბერმა დენიელ ჯარვისმა დამალა.

"კარგი ხუმრობა იყო, ძალიან ვიხალისე. კადრში არ გამოჩნდა, სარეკლამო ჭრის დროს როგორ გულმოდგინედ ვეძებდით დამალულ ტელეფონს". – თქვა ლინეკერმა.

კომენტარები