ავიაკატასტროფა

სტამბოლში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

AP

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვერტმფრენში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ორი პილოტი და 5 სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. მათ შორის, 4 რუსეთის მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან თურქული კომპანია Eczacıbaşı Vitra Russia-ს აღმასრულებელი დირექტორი და მისი 4 რუსი სტუმარი.

ვერტმფრენმა კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში, ადგილობრივი დროით 11:21 საათზე განიცადა. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები