წმიდა სინოდის სხდომა

"ერთსულოვნების" თანამშრომლები პატრიარქს მეუფე პეტრეს დირექტორად დატოვებას სთხოვენ

fb.com/ertsulovnebatv

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები კათოლიკოს-პატრიარქს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დატოვებას სთხოვენ.

„მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას … უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთსულოვნების“ თანამშრომლები ავრცელებენ.

მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ დღეს გამართული სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აქტიურობის გამო უსაყვედურეს და ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები