დღევანდელი სინოდის სხდომა არ არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ გამოირჩეს შემდგომი 3 კანდიდატი. დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. 3 კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრების. [...]
დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას. [...]
ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებთ კათოლიკოს პატრიარქთან და მის დატოვებულ ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება - ასეთია საერთო განწყობა და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო, სწორედ ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული.
სინოდი შესთხოვს ღმერთს, რომ სულიწმიდის მადლით მოხდეს ყველა საჭირო საკითხების გადაწყვეტა, ისე როგორც შეშვენის ეკლესიას, როგორც შეშვენის ქრისტიანულ ძმობას.
წმიდა სინოდის სხდომა
მამა ანდრია სინოდზე: ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით


![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)


