წმიდა სინოდის სხდომა

სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკზე გადაწყვეტილება არ მიღებულა - მამა ანდრია

წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ხოლო ასაკის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

"განათლების თემასთან დაკავშირებით რაღაც განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად.

რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა და განხილვა." - თქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. 

კომენტარები