წმიდა სინოდის სხდომა

საპატრიარქო: დიდი რაოდენობით საკითხების გამო, განჩინების დასრულება დღეს ვერ ესწრება

patriarchate.ge

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე facebook-ზე წერს, რომ სინოდის სხდომის ოქმი დღეს არ გამოქვეყნდება.

"იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ". - აცხადებს ჯაღმაიძე. 

წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მედიას მღვდელმთავრებმა მიაწოდეს, სინოდმა განაჩინა, რომ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის კათედრაზე გადაინცვლებს, ხოლო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც ამ კათედრაზე მიტროპოლიტ პეტრეს სანქცირების შემდეგ ზის, კვლავ წალკის ეპარქიას დაუბრუნდება. 

ასევე, ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის თქმით, სინოდმა დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1937-38 წლებში შემუშავებული 200 000-იანი რუკების საფუძველზე უნდა გაევლოს.

გარდა ამისა, სინოდმა იმსჯელა ვაქცინაციაზეც. ამ დრომდე უცნობია ფორმულირება, რომლითაც საქართველოს საპატრიარქო მისივე იერარქებისა და მღვდელმსახურთა კონსპიროლოგიურ, ანტიმეცნიერულ ქადაგებებს უპასუხებს.

კომენტარები