რუსთავი 2-ის საქმე

სამადაშვილი: საქმემ გამოაჩინა, რომ რ2-ის საკითხი იყო უკიდურესად პოლიტიზებული

ამ საქმემ ძალიან ნათლად გამოაჩინა ის რომ, სამწუხაროდ, რუსთავი2-ის საკითხი ეს იყო უკიდურესად პოლიტიზირებული საკითხი. უპრეცენდენტო იყო, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა სასამართლოსთან შეხვედრები ჩასატარებლად, რაც შეიძლება პირდაპირ იქნას აღქმული, როგორც საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ზეწოლა მოეხდინა სასამართლოზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საქმის მიმდინარეობა, სრულიად ნათელი გახადა ყველასთვის, რომ არაფერი საერთო რუსთავი 2-ის საქმე არა აქვს არც კანონის უზენაესობასთან, არც საკუთრების უფლებასთან და ეს არის პირდაპირ თავხედური მცდელობა საქართველოს ხელისუფლების, რომ წაართვას ტელევიზია მის კანონიერ მფლობელს და წაართვას ტელევიზიას მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე

კომენტარები