გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და მღვდელი გიორგი მამალაძე
facebook.com/batum.lazeti

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. 

გუშინ დეკანოზის დაკითხვის პროცედურა ჩაიშალა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით კი, დეკანოზმა დაკითხვა განზრახ ჩაშალა, რადგან კითხვებზე პასუხის გაცემას არიდებს თავს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. თავდაპირველად, პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ ინფორმაცია "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მომწავლის მომზადების მცდელობაზე მიაწოდეს, შემდეგ კი განმარტა, რომ "პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა". მოგვიანებით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადებას ედავებიან.

კომენტარები