ძალიან ნაყოფიერი განხილვა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ იყო, ბევრი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის მთავარი არჩევნები და ახალი პარლამენტია, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მიმართული საქმიანობა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება არჩევნებს შორის პერიოდში. ინსტიტუციების ეფექტურ მუშაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასახული იყოს განსხვავებული ინტერესებიც, მათ შორის, უმცირესობისა და ოპოზიციის.
tbl.ge/27cq
დაკოპირდა

განცხადება ამის შესახებ კონგრესმენმა დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. (რუსთავი 2-ის თარგმანი)
ამავე თემაზე
- აბსოლუტური ფიქცია, რომ ხმაური შეიქმნას - პაპუაშვილი წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ აქტზე
- კომიკური ფიგურა იყო, არის და იქნება ბატონო უილსონი – კირცხალია
- უილსონი არასერიოზული ადამიანია, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო – კალაძე
- ჯო უილსონს საკუთარ ქვეყანაშიც არავინ აღიქვამს სერიოზულად - კობახიძე
- უილსონი: ოცნების რეჟიმი, ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ჩინეთზე, პუტინსა და ირანზე ყიდის




