ტერორიზმი

გუტერეში გაეროში ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს შექმნას აპირებს

Reuters

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, გაეროში ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო შეიქმნება.

გუტერეშის თქმით, კონტრტერორისტულ სამმართველოს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე გაუძღვება.

"ჩვენი მიზანია, ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ გაეროს წევრ ქვეყნებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს", - განაცხადა გუტერეშმა. 

აღსანიშნავია, რომ გაეროში უკვე არსებობს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტი, რომელიც 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა.

კომენტარები