საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის Land Cruiser-ში 176 ათასი ლარი გადაიხადა

Toyota Land Cruiser-ი 2016 წლის მოდელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 176 150 ლარად ღირებული Toyota Land Cruiser 200 შეიძინა. ავტომობილი 4,5 ლიტრის მოცულობის ტურბო დიზელის ძრავით არის აღჭურვილი. ლიბერალის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მაღალი გამავლობის ავტომობილი სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოემსახურება. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ჩანაცვლების წესით ჯამში სამი ავტომობილი შეიძინა:

  1. Toyota Camry, 2016 წლის, შავი ფერის, 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, ღირებულება - 62 ათასი ლარი
  2. Toyota Camry, 2016 წლის, შავი ფერის, 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, ღირებულება - 62 ათასი ლარი
  3. Toyota Land Cruiser, 2016 წლის, შავი ფერის, 4.5 ლიტრის მოცულობის ტურბო დიზელი - 176 ათასი ლარი

სასამართლომ ჩანაცვლების გზით 2004, 2008 და 2011 წლებში გამოშვებული ავტომობილები შეცვალა, რაშიც ჯამში 221 ათასი ლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა ძველი ავტომობილების საფასურით დაიფარა.

კომენტარები