Check-in Georgia

Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება

აეროსმიტი
Rolling Stone

Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორი საიტის - biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით 25 თებერვლიდან გახდება შესაძლებელი. 50 ლარი Aerosmith-ის წლევანდელი ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ბილეთებზე ყველაზე დაბალი ფასია.

ბილეთის ტარიფები ასე გამოიყურება:

  • შშმ პირთათვის 40 ლარი
  • Black Sea Arena-ს მესამე სექცია - 50 ლარი
  • მეორე სექცია - 100 ლარი
  • პირველი სექცია - 200 ლარი
  • დასადგომი ზონის ბილეთი - 70 ლარი
  • ვიპ ზონის ბილეთი - 400 ლარი

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოს ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი დაუჯდება. კონცერტი 20 მაისს, სახელმწიფოსთვის ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის მიერ ნაჩუქარ - Black Sea Arena-ზე უნდა გაიმართოს. 

Aerosmith-ი აქტიური კარიერის დასრულებას სწორედ 2017 წლის ტურნეს შემდგომ გეგმავს, რის შედეგადაც Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო საერთაშორისო კონცერტი იქნება.

კომენტარები