Check-in Georgia

Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება

Black Sea Arena-ზე ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტი 20 მაისს გაიმართება, ბილეთების გაყიდვა კი 25 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ, ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.


ფოტო: ტაბულა / aerosmith.com

Aerosmith-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტი არ იძებნებოდა. როგორც Black See Arena-ში ტაბულას უთხრეს, ამის მიზეზი Aerosmith-თან ტექნიკურ დეტალებზე მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოს ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი დაუჯდება. კონცერტის თანხებს ბიუჯეტი ე.წ. გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს, რის შესახებაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ სპეციალური ბრძანებაც გამოსცა.

Aerosmith-ი აქტიური კარიერის დასრულებას სწორედ 2017 წლის Aeroviderci-ის ტურნეს შემდგომ გეგმავს.

კომენტარები