Check-in Georgia

რატომ გაქრა Aerosmith-ის ვებგვერდიდან საქართველოში დაგეგმილი კონცერტი

აეროსმიტი
Rolling Stone

Aerosmith-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში დადგეგმილი კონცერტი არ იძებნება. როგორც Black See Arena-ში ტაბულას უთხრეს, ამის მიზეზი Aerosmith-თან ტექნიკურ დეტალებზე მიმდინარე მოლაპარაკებებია. 

"ვემზადებით, რომ დავაანონსოთ თარიღი, როდიდან გაიყიდება ბილეთები. მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების შეთანხმება - ბილეთის ფასების მიბმა და ა.შ. მათ საიტზე. ასე რომ, Aerosmith-ის კონცერტი ჩატარდება, უბრალოდ ვემზადებით ახლა დაანონსებისთვის", - ამბობენ Black See Arena-ში.

Aerosmith-ის ტურნეს გრაფიკში 20 მაისი ცარიელია

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოს ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი დაუჯდება. კონცერტი 20 მაისს, სახელმწიფოსთვის ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის მიერ ნაჩუქარ - Black Sea Arena-ზე უნდა გაიმართოს. 

Aerosmith-ი აქტიური კარიერის დასრულებას სწორედ 2017 წლის ტურნეს შემდგომ გეგმავს, რის შედეგადაც Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო საერთაშორისო კონცერტი იქნება.

კონცერტის თანხებს ბიუჯეტი ე.წ. გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს, რის შესახებაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ სპეციალური ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები