გორში მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, 1963 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





