საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ყველას მიერ აღიარებული იყო, როგორც ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტი, პარალიზება მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ. ამის ერთ-ერთი მომხრე და გამხმოვანებელი იყო სწორედ მანანა კობახიძე. ჩვენ ვიცით მისი მიკერძოებული და პოლიტიზირებული პოზიცია რუსთავი 2-ის მიმართ, რომლის საქმეც დღემდე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ასევე ვიცით მისი ძალიან საშიში შეფასებები ძალადობასთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, "იქნებ შეაგინა?" და ასეთი დამოკიდებულებები, მათ შორის, უმცირესობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, არცერთ კრიტერიუმს, გარდა პოლიტიკური ერთგულებისა, ქალბატონი მანანა, სამწუხაროდ, არ აკმაყოფილებს.
საკონსტიტუციო სასამართლო
ხოშტარია: მანანა კობახიძე არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, გარდა პოლიტიკურისა
tbl.ge/26ab
დაკოპირდა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით "იმედთან" საუბრობს.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
- იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი
- პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შესვლამდე საკონსტიტუციოს მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა




