მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

უგულავა: ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანის მოვალეობას გიგი უგულავა შეასრულებს. უგულავამ პარტიის პრეზენტაციაზე თქვა, რომ მათი ამოცანა ხელისუფლების მშვიდობიანად გასტუმრებაა.

"ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მშვიდობიანად გავისუტუმროთ ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ დასრულდეს ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ - ჯარისკაცების ჩაბარებას უცხო და მტრული ქვეყნისთვის, ეკონომიკის უკუსვლას, კრიმინალის ზრდას. რაც მთავარია, გავაღვივოთ თითოეულ ადამიანში პერსპექტივის განცდა. სწორედ ეს არის თავისუფლება და თავისუფლებისკენ სვლა. თუ მომავლის არ გჯერა, გაკლია ყველაზე მთავარი რამ - თავისუფლება. თუ თავისუფალი ხარ, გჯერა მომავლის. სწორედ მომავლის რწმენა აერთიანებს თითოეულ ჩვენგანს", - თქვა გიგი უგულავამ.

ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობა გაზაფხულზე გაიმართება. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარები