მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ახალ პოლიტიკურ ძალას "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ერქმევა

ახალ პოლიტიკურ ძალას "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ერქმევა. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ნამდვილი მოძრაობა და არა პარტია. ეს იქნება მოძრაობა თავისუფლებისთვის", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობა გაზაფხულზე გაიმართება. იქამდე, მოძრაობის გენერალური მდივნის მოვალეობას გიგი უგულავა შეასრულებს. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარები