უბედური შემთხვევა

ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

metro.us

დიდუბეში, რკინიგზის გადასასვლელთან შუახნის მამაკაცს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები