საპარლამენტო ოპოზიცია

ბოკერია: პირველყოფილი მიდგომაა საკითხის დასმა, რომ ერთი ლიდერი არის ყველაფერი

ეს გახლეჩვა არის ძალიან ცუდი. ეს სცენარი ჩვენთვის არ იყო სასურველი, პირიქით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. სააკაშვილის როლი იყო უზარმაზარი ამ პარტიის შექმნაში. შემდგომაც ის იყო საკვანძო ფიგურა. თუ საკითხს ასე ვსვამთ, რომ მიშას გარეშე ნულები ვართ, მხოლოდ ერთი ლიდერია, ვისაც მოაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, და არა პოლიტიკური პრინციპები ან ის ადამიანები, რომლებიც ადგილზე იბრძოდნენ, ასეთ ხალხთან ერთად ვერ ვიქნებით პარტიაში.  სააკაშვილიც და სხვებიც, ბაქრაძე იქნება ეს თუ უგულავა, ისინი არსებობენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა ადგილას იღებს სხვადასხვა რაოდენობის ხმებს. მცხეთაში სხვა პროცენტი გვქონდა და ბათუმში სულ სხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ადგილზე ერთი გუნდი მუშაობს კარგად და მეორე კიდევ უფრო უკეთესად. მაგ. მცხეთაში წინა არჩევნებზე გვქონდა 6%, ახლა ავიღეთ 20%. სააკაშვილი მაშინაც სააკაშვილი იყო და ახლაც სააკაშვილია. ეს ნიშნავს, რომ გუნდმა, რომელიც იქ მივიდა, ამომრჩევლის უკეთ  ჩართვა შეძლო ამ პროცესში. ფუნდამენტურად არასწორი, ჩამორჩენილი და პირველყოფილი მიდგომაა ასე საკითხის დასმა, რომ ერთი ლიდერი არის ყველაფერი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები