უკანონო იარაღი

შსს: უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამო ერთი პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უწყება ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამართალდამცავებმა
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული .. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „Femaru 37M“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, „რგ-42“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და 20 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.” - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, აქართველოს სსკ- 236- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები