უკანონო იარაღი

ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა – შსს-მ თბილისსა და რეგიონებში "არაერთი პირი" დააკავა

შსს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში 2 დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

"პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშანჟილეტები.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები