ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ში 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, დღეს, 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ანონსში წერია, ბრიფინგზე "პოლიტიკური ლიდერები და პარტიის თავჯდომარეები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ."

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დღეს უნდა გაკეთდეს განცხადება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.

კომენტარები