შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, 18 წლის მამაკაცმა ძმა მოკლა. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კრიმინალი
შსს: 18 წლის მამაკაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დავაკავეთ

metro.us




