გიგი უგულავას საქმე

გეგელია: უგულავას გათავისუფლება მაკკეინის მოთხოვნით მოხდა

შეუძლებელია დაკვირვებულ თვალს გამოეპაროს კავშირი აშშ-ს სენატორების ვიზიტსა და უგულავას გათავისუფლებას შორის. როგორც ჩანს, სენატორ მაკკეინს, რომელიც წარსულში სააკაშვილის და აშშ-ს თანამშრომლობის უმთავრესი სიმბოლო იყო, ორი ნათელი მესიჯი ჰქონდა ხელისუფლებისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის:

A. უგულავა უნდა გათავისუფლდეს, რათა პარტიამ შეძლოს წინსვლა.

B. სააკაშვილი უნდა გაიწიოს. წინ წასვლისა და მოძრაობის დროა.

სასამართლო რანაირი გამოდის, თავისუფალი თუ ინსტრუმენტული, რა შემთხვევაც არ უნდა ავიღოთ, თავად განსაჯეთ

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია გიგი უგულავას გათავისუფლებაზე. საკუთარ ფბ-გვერდზე

კომენტარები