გიგი უგულავას საქმე

სააპელაციო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

ici.ge

სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად უგულავაც ესწრება. 

პროცესზე თბილსერვის ჯგუფის საქმეს განიხილავენ. დღეს ადვოკატმა უნდა დაასრულოს დასკვნითი სიტყვა, თავად უგულავასაც მიეცემა სიტყვის შესაძლებლობა და ამის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

თბილსერვისის საქმე ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთია, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს გაამტყუნა. მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

კომენტარები