აღმაშენებლის გამზირზე ქმარმა ცოლი მოკლა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, რუსთავი 2-ის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი თოკით გაგუდა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.