განზრახ მკვლელობა

"ნაცნობ ქალს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა" - სენაკში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები