განზრახ მკვლელობა

ურთიერთშელაპარაკებისას დაზიანებები მიაყენა – განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მცხეთა-მთიანეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1973 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები