განზრახ მკვლელობა

დანით ჭრილობები ოთხმა ადამიანმა მიიღო - 1 პირის მკვლელობის ბრალდებით დუშეთში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

“დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ 
დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო.

ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ბ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ გ.ბ.-ს სასიკვდილო დაზიანება 1991 წელს დაბადებულმა ლ.ზ.-მ. მიაყენა.

დანაშაულში ბრალდებული ლ.ზ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის 
შემდეგ, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”. - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები