მთავრობის სხდომა

კვირიკაშვილი: დიახ, 2017 იქნება ძალიან მაგარი წელი

ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელსაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, რომელიც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რასაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი, ჩემო მეგობრებო, არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები