გურიაში, სოფელ მელექედურში, ღამით მამაკაცი მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებისვე ცნობით, დადგენილია სავარაუდო ბრალდებული და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.