საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ეკლესიაში დაპირისპირება გრძელდება - ისაკაძის ახალი ბრალდებები გიგნაძის მიმართ

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

დეკანოზი დავით ისაკაძე დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და დეკანოზ ალექსანდრე გალდავას კვლავ ბრალდებებს უყენებს, ერესში ადანაშაულებს და მათგან სინანულს მოითხოვს. მორიგ ქადაგებაში ისაკაძე ამბობს, რომ მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთანაც ჰქონდა შეხვედრა.

"ჰუმანისტური ცნობიერება იქამდეც კი მივიდა, რომ ამბიონიდან, უამრავი ადამიანის მიმართ იქადაგება ასეთი რამ, რომ თურმე პირვექმნილი ცოდვა ადამისა, რატომ უნდა გადმოდიოდეს ჩვენზე, ადამმა თუ ცოდა მე რა დავაშავე, ეს ხომ უსამართლობაა. აი ასე ბრძანებენ ის სასულიერო პირნი, რომელიც ჩვენ ვამხილეთ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს: "ადამში ყველამ სცოდა" წინააღმდეგობას უწევენ. სწორედ იმიტომ, რომ მათი ლოგიკა ადამიანის ლოგიკას ვერ გასცდა და ღვთაბრივი სიბრძნის შემეცნება მათთვის შეუძლებელი გახდა, ისე დავიდნენ ადამიანურ, მიწეირ ცნობიერებამდე.


იქამდეც კი მიდის მათი ცნობიერება, რომ ამბობენ, რომ თითქოს ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ პირველად თიხისაგან ღმერთმა ადამიანი კი არა ცხოველი შექმნა და შემდეგ ღიმილით ამატებს: "აი რო ამბობენ მაიმუნიო". აი, ამას ამბობენ ის მამები, რომლებიც ჩვენ ვამხილეთ, რადგანცა სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. ჩვენ ყველფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვეგონებინა. ყველა დონეზე გვქონდა ეს საუბრები, მაგრამ ამაოდ დავშვერით წლების მანძილზე და იძულებული გავხდით, რომ ამბიონიდან ვიქადაგოთ ამის შესახებ. თუმცა, ჩვენ გვქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან იმედია ეს შეხვედრა ნაყოფს გამოიღებს და როგორც ჩვენ ავღნიშნეთ წინა ქადაგებებშიც, ისინი შეინანებენ, თუმცა ამის იმედი ძალზედ ცოტა და ნაკლებია", - აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე ქადაგებაში.

წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზმა დავით ისაკაძემ, მამა თეოდორე გიგნაძისა და მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებებს "მწვალებლური" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქადაგებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, ამ ბრალდებების შემდეგ, 30-ზე მეტმა სასულიერო პირმა შეხვედრა გამართა. შეხვედრას, თეოდორე გიგნაძისა და ალექსანდრე გალდავას გარდა, მამა ლევან მათეშვილი და მამა ილია ჭიღლაძეც ესწრებოდნენ, რომელთაც ბრალდებების ადრესატების მხარდამჭერი და "დიღმის დაჯგუფებისა" თუ "ფანატიკოსების" საწინააღმდეგო განცხადებები გამოაქვეყნეს.



აღსანიშნავია, რომ დეკანოზ დავით ისაკაძის ბრალდებების შემდეგ, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირები, 18 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად თანამსახურებდნენ.

კომენტარები