ლარის გაუფასურება

ბაქრაძე: ბატონებო, ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს დამხრჩვალი კურსია

პრაქტიკულად ერთ დღეში ხუთპუნქტიანი ვარდნა გვაქვს ლარის კურსის და ერთმა დოლარმა შეადგინა 2.6599 ლარი. წეღან მოვისმინეთ, რომ ეს არის მცურავი კურსი. ბატონებო, მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტაბილურება, არ შეგიძლიათ ეკონომიკის წინ წაყვანა და ქვეყნის მართვა, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, როდესაც ზედაპირზე იმყოფები და, როდესაც მუდმივად ქვევით ეშვები, ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს არის უკვე დამხრჩვალი კურსი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლარის კურსის გაუფასურების შესახებ

კომენტარები