კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდის ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა.
საწყობში ცეცხლი იქ მოწყობილი წვეულების დროს გაჩნდა, ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ მხოლოდ შენობის 20 %-ია დათვალიერებული და შესაძლოა, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
შენობის უსაფრთხოების დონის შესწავლის პროცესისას გაირკვა, რომ შენობას სარწყავი აპარატები არ ჰქონდა და ერთადერთი გასასვლელი მეორე სართულიდან კუსტარულად დამზადებული კიბე იყო.





