საქართველოს პარლამენტი

ე.წ. ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკან გაიწვია

stylecaster.com

პარლამენტმა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებული ცვლილებები უკან გაიწვია. ცვლილება ე.წ. ბუსუსებიანი პრეზერვატივების რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაძლოა ცვლილებების ავტორებს ჰქონდათ მოსაზრებები საზოგადოების მორალთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკითხი ახლა აქტუალური აღარ არის.

„კანონპროექტზე მსჯელობის გაგრძელება მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ. მე პირადად ვთვლი, რომ შეიძლება გარკვეული მოსაზრებები ჰქონდათ ინიციატორებს თავის დროზე ზოგადად საზოგადოების მორალთან და სხვა კუთხით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური არ არის, მით უმეტეს დღეს“, - ამბობს ზოიძე.

სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით ცვლილებები ერთ-ერთი პირველი საკითხი იყო, რაზეც 2012 წლის შემოდგომაზე მე-8 მოწვევის პარლამენტმა იმსჯელა. ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იყო. კანონპროექტის განხილვა მე-8 მოწვევის პარლამენტს არ დაუსრულებია. 

კომენტარები