ლარის გაუფასურება

BLOOMBERG-ის სისტემაში დოლარის კურსი 2.545 ლარი გახდა

bloomberg.com

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. დოლართან მიმართებით ვაჭრობა 2.53-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარი 2.545 ლარი ღირს. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, თუმცა თუ ოფიციალური კურსი 2.53-ზე მაღალი იქნება, ეს ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსი იქნება. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი გუშინ, 29 ნოემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.53 ლარი ღირდა.

კომენტარები