საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა სპეციალური ფორმატი შექმნის შემდეგ დაიწყება. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს ან მონაწილეობა მიიღოს კანონის შემოქმედების პროცესში.
"2010 წლის ცვლილებების საფუძველზე ჩვენ გვაქვს ახალი ფორმატი, რომლის პირობებშიც პრეზიდენტი ვერ იქნება ინიციატორი რაიმე ტიპის კანონპროექტისა, მათ შორის ვერ იქნება ვერც საკონსტიტუციო კანონპროექტის ინიციატორი, ამ ლოგიკაზეა აგებული მთლიანი კონსტიტუცია. პრეზიდენტი არც ერთ შემთხვევაში არ ერთვება კანონშემოქმედებაში აპრიორი, ის მხოლოდ პოსტფაქტუმ, ანუ ვეტოს გამოყენების საფუძველზე ერთვება",- საუბრობს ირაკლი კობახიძე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კონსტიტუციური კანონპროექტის ინიციატორი მხოლოდ პარლამენტია.





