ლარის გაუფასურება

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა - 1 დოლარი 2.53 ლარი ღირს

ტაბულა

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.531 ლარია, ეს მაჩვენებელი აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 2.3 თეთრით მეტია. ლარის გაუფასურების წინა პიკი გუშინ, 28 ნოემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.507 ლარი ღირდა.

დღესვე ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.682 ლარი ღირს, ცვლილებამ 1.5 თეთრი შეადგინა.

კომენტარები