კოლუმბიის ქალაქ მედელინთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 81 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ბრაზილიური საფეხბურთო გუნდი შაპოკოენსე.
კოლუმბიის პოლიციის ცნობით, უბედურ შემთხვევას 76 ადამიანი ემსხვერპლა. 5 გადარჩენილს შორის, სავარაუდოდ, 3 ფეხბურთელია. მცველი ალან რუშენი და ორი მეკარე - დანილო და ჯეკსონ ფოლმანი.
გავრცელებული ინფორმაციით, 81 ადამიანს შორის, 9 ეკიპაჟის წევრი იყო, 21 კი ჟურნალისტი.
შაპოკოენსეს ხვალ, ისტორიაში პირველად, Copa Sudamericana-ს ფინალში უნდა ეთამაშა.
Copa Sudamericana სამხრეთ ამერიკაში მნიშვნელობით მეორე ტურნირია. ტურნირის ფინალი 2-მატჩიანი უნდა ყოფილიყო, ფინალის პირველი მატჩი მედელინში იყო დაგეგმილი.
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით ყველა დაგეგმილი ღონისძიება შეაჩერა.