ავიაკატასტროფა

თვითმფრინავი, რომელზეც შაპოკოენსეს ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა

TELEANTIOQUIA/TWITTER

კოლუმბიიას ქალაქ მედელინთან ახლოს თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 81 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 9 ეკიპაჟის წევრი. გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ 6 ადამიანია გადარჩენილი.

ჩარტერულ თვითმფრინავს საფეხბურთო გუნდი შაპოკოენსეს წევრები ბოლივიიდან მედელინში გადაჰყავდა, სადაც ხვალ გუნდს ატლეტიკო ნასიონალის წინააღმდეგ Copa Sudamerica-ს ფინალი უნდა ეთამაშა.

კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ თვითმფრინავის ელექტრო სისტემის გაუმართავობა იყო.

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით ყველა დაგეგმილი ღონისძიება შეაჩერა.

 

კომენტარები