საქართველოს მთავრობა

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

მეორე არხი

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 110 მომხრე, 19 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ. პატრიოტთა ალიანსის ფრაქციამ კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

"ხელს ვაწერ პარლამენტის დადგენილებას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, რომელიც დღესვე გადაეგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი სახეა - ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია:

  • ეკონომიკის მინისტრი - გიორგი გახარია.
  • ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი.
  • იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე.
  • ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე.
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი.
  • თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია.
  • სასჯელაღსრულების მინისტრი - კახი კახიშვილი.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო.
  • დევნილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.
  • ინფრასტრუქტურის და რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე.
  • ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე.
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი.
  • განათლების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
  • სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
  • კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე.
  • გარემოს დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი.

კომენტარები