საქართველოს მთავრობა

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა. შედეგები ასეთია:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - 10 მომხრე, 2 - წინააღმდეგი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი - 10 ათი მომხრე, 1 - წინააღმდეგი. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - 7 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი - 11 მომხრე, 4 - წინააღმდეგი.

მინისტრობის კანდიდატებს სხვა კომიტეტებში კვლავ უსმენენ. ხვალ, განხილვები ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში გაგრძელდება. რიგგარეშე სესია, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, შაბათს, 12:00-ზე გაიხსნება.

ცნობისთვის, მინისტრთა კანდიდატებს შორის, მხოლოდ სამი ახალი სახეა - ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.

კომენტარები