ჩინეთი

ჩინეთში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

XINHUA

ჩინეთში, ძიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე, ქალაქ ფენჩენში ელექტროსადგურზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამოინგრა გამაგრილებელ კოშკში აღმართული დროებითი კონსტრუქციები.

ინციდენტის დროს ადგილზე 68 ადამიანი მყოფებოდა.

სამაშველო სამსახურები მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

როგორც BBC აღნიშნავს, ჩინეთში სამშენებლო ინციდენტები არცთუ ისე იშვიათია, რადგან უსაფრთხოების პირობები ხშირად დაცული არ არის.

კომენტარები