ვარდების რევოლუცია

სააკაშვილი: უაზრო ბოდიშები არ ვიხადოთ იმაზე, რაც საამაყოა

ვარდების რევოლუცია იყო ჩვენი ქვეყნის მრავალსაკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, მოსპოს ამ რევოლუციის მონაპოვრები, მიწასთან გაასწოროს ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები ან ნაცარი დავიყაროთ თავზე და უაზრო ბოდიშები ვიხადოთ იმაზე, რაც სინამდვილეში არის ძალიან საამაყო. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ბევრი მათგანი ახლაც ჩართულია ძალიან დიდ ბრძოლაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციაზე საკუთარ Fb გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები