ვარდების რევოლუციის დასრულების შემდეგ შეწყდა რელიგიური ძალადობა, აშკარად ასე იყო და ეს ასე გაგრძელდა, ვიდრე 2012 წლამდე. მაგრამ ის იმპულსები, რომლებიც რელიგიურ ძალადობას ასაზრდოებდა მანამდე, არსად წასულა, ხელახლა ამოხეთქა ჯერ ისლამოფობიის, შემდეგ ჰომოფობიის, შემდეგ ანტისემიტიზმის სახით. ასე რომ, საფიქრალი ბევრია, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რომ საზოგადოებამ შეძლოს დაალაგოს ურთიერთობები განსხვავებულობებთან. მე არ მგონია, რომ ეს არის ქართული კულტურის დამახასიათებელი. განსხვავებულობის მიუღებლობა შეიძლება ყველა კულტურაში იყოს, მაგრამ კულტურამ საკუთარ თავში უნდა გამონახოს ძალა დაუპირისპირდეს ამ მიდრეკილებას, რომ დაჩაგროს უმცირესობა და დაინახოს უმცირესობაში არა საფრთხე, არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი უმცირესობა იქნება - ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, რასობრივი - არამედ დაინახოს მოკავშირე, რომელიც მას დაეხმარება საზოგადოებისა და ქვეყნის შენებაში, კულტურის განვითარებასა და წინსვლაში.
ვარდების რევოლუცია
მეუფე მალხაზი: ვარდების რევოლუციის შემდეგ შეწყდა რელიგიური ძალადობა, ვიდრე 2012 წლამდე
tbl.ge/6m18
დაკოპირდა
თქვა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვიმა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, წარმატებებისა და ჩავარდნების გაანალიზებასა და მომავალი რეფორმების საგზაო რუკაზე მსჯელობას მიეძღვნა.
ამავე თემაზე
- ხაინდრავა სონღულაშვილს: 2003-2012 წლებში ძალადობა შეწყდა საქართველოში?!! არ გრცხვენიათ?!
- ლეჟავა: დიდწილად, ვარდების რევოლუციამ განაპირობა, თუ როგორები ვართ ჩვენ ახლა
- ნოდია: ვარდების რევოლუციის მთავარი მიღწევა ამაღლებული ეროვნული ამბიციაა
- თაბაგარი: ვარდების რევოლუციამ ჩემი და ჩემი თაობის ბევრი ადამიანის ფორმირება მოახდინა
- ბოკერია: ქვეყნის ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის მონაპოვარს საფრთხე შეუქმნა