საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტი: საკონსტიტუციო კომისიაზე უარი, მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვებს აღრმავებს

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტის აზრით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან უარის თქმა, მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვებს აღრმავებს - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გვინდა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის ფორმატზე მოგახსენოთ პრეზიდენტის პოზიცია. კონსტიტუციის ცვლილებების შეტანა უნდა ხდებოდეს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, მაღალი ლეგიტიმაციისა და ნდობის უზრუნველყოფით. ეს არის კონსტიტუციური მაქსიმა და არა ვინმეს კეთილი ნება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა საზოგადოებას სამუშაო ჯგუფის განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, ხელისუფლების უმაღლესი პირების თანათავმჯდომარეობით და ვენეციის კომისიის ჩართულობით, რათა პროცესს მაღალი ლეგიტიმური დაცულობის და სანდოობის წინაპირობა ჰქონოდა. სამწუხაროდ, ეს ფორმატი მმართველი გუნდის მიერ უარყოფილ იქნა, რაც პრეზიდენტის აზრით, ამ პროცესის მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვებს აღრმავებს", - თქვა მიშველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა მეცხრე მოწვევის პარლამენტს პირველ სხდომაზე გააცნო.

 

კომენტარები