კახა კალაძე

კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს უბრუნდება

facebook.com/kakhakaladzeofficial

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი კახა კალაძე ძველ პოსტს უბრუნდება. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ენერგეტიკის მინისტრის კანდიდატად წარადგინა. გასული პერიოდის მანძილზე ენერგეტიკის მინისტრის პორტფელს ილია ელოშვილი იკავებდა, ის სავარაუდოდ ისევ კალაძის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს. 

მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურები ასე გამოიყურება:

  • ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.
  • ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - დიმიტრი ქუმსიშვილი.
  • იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი.
  • საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ ჯანელიძე.
  • ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი - ვიქტორ დოლიძე.
  • შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - გიორგი მღებრიშვილი.
  • თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლევან იზორია.
  • სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი - სოზარ სუბარი.
  • ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ალავიძე.
  • ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი - კახა კალაძე.
  • განათლების მინისტრობის კანდიდატი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
  • სპორტის მინისტრობის კანდიდატი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
  • კულტურის მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ გიორგაძე.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცეპრემიერობის კანდიდატებიც წარადგინა. პირველი ვიცეპრემიერი კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, ვიცეპრემიერის პოსტი ასევე შეინარჩუნა კახა კალაძემ.

კომენტარები